ირანი, შეერთებული შტატებისა და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის 85-ე ტალღის დაწყების შესახებ იუწყება და დარტყმების გააქტიურებას აანონსებს
ირანი, შეერთებული შტატებისა და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის 85-ე ტალღის დაწყების შესახებ იუწყება და დარტყმების გააქტიურებას აანონსებს. განცხადება ისლამური რევილუციის გუშაგთან კორპუსმა თეირანზე მასირებული იერიშის შემდეგ გაავრცელა. ღამით თითქმის 2-საათიანი უწყვეტი ავიაიერიშების სამიზნეში ირანის დედაქალაქის რამდენიმე რაიონი მოექცა. ცახალის ცნობით, „დარტყმების ტალღის“ სამიზნე სამთავრობო ინფრასტრუქტურა იყო. სამხედრო ოპერაცია გრძელდება ლიბანის სამხრეთ ნაწილშიც. ცახალმა ჰეზბოლას არტილერია დაბომბა მანამდე კი აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე ბეირუთის სამხრეთ გარეუბნების მოსახელობას ევაკუაციისკენ მოუწოდა. ვრცელდება ცნობები 17 დაღუპულის შესახებ.
