„პიერ ჯესუს დომინე“ - „მოწყალეო უფალო იესო“
„პიერ ჯესუს დომინე“ - „მოწყალეო უფალო იესო“ - ამ პრემიერით გაიხსნა, ჯანსუღ კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში კონცერტი, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა. საღამოზე ვახტანგ კახიძის „რეკვიემი" შესრულდა. კონცერტს თავად ავტორი დირიჟორობდა. მონაწილეობდნენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, სახელმწიფო საგუნდო კაპელა, სოლისტი დაჩი ღლონტი, ქალთა ვოკალური კვარტეტი და მამაკაცთა ვოკალური სექსტეტი.
