დაუთმე ერთი საათი დედამიწას - ეს წლევანდელი „დედამიწის საათის“ გზავნილია
დაუთმე ერთი საათი დედამიწას - ეს წლევანდელი „დედამიწის საათის“ გზავნილია. გუშინ საღამოს 9-ის ნახევრიდან 10-ის ნახევრამდე პერიოდში, კამპანიას შეურთდა საქართველოც, ჩაქვრა ანძის განათება, განათებები რიყეზე, გლობალურ გარემოსდაცვით აქციას შეურთდა მთავრობის ადმინისტრაციაც. პრეზიდენტის რეზიდენცია, საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროები, ასევე ყველა სახელმწიფო უწყება. „დედამიწის საათს“ შეუერთდა აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია. ინიციატივის ფარგლებში, ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი და ქვეყანა ერთიანდება სიმბოლური აქტის გარშემო. „დედამიწის საათი“ პირველად 2007 წელს სიდნეიში ჩატარდა და მას შემდეგ გლობალურ მოძრაობად ჩამოყალიბდა. ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარის თქმა, გამოხატავს მხარდაჭერას გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართ.
