პირველი რეგიონული კონფერენცია
პირველ რეგიონულ კონფერენციაზე, ახალგაზრდებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ დისკუსია საუკეთესო გზაა, პრობლემური საკითხების მარტივად მოსაგვარებლად. მათივე თქმით, გუშინდელი კონფერენციაც ამის მორიგი დადასტურება იყო, ახალგაზრდებთან შეხვედრები აუცილებელია ჯანსაღი პოლიტიკური პროცესისათვის. „ქართული ოცნების“ ახალაგაზრდულმა ორგანიზაციამ კონფერენცია ბათუმში ჩაატარა, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვარლამ ლიპარტელიანმა და ბორდის წევრებმა, ახალგაზრდების საჭიროებები მოისმინეს და სამომავლო გეგმები დასახეს.
