არგუმენტები და კონტრარგუმენტები ოპონენტების პირისპირ „ღია ეთერში“
არგუმენტები და კონტრარგუმენტები ოპონენტების პირისპირ „ღია ეთერში“. რა საფრთხეებს ქმნის გლობალისტური დღის წესრიგი და როგორ იცავს თავს ტრადიციული საზოგადოება ლიბერალიზმის დომინაციისგან - ამ საკითხების ირგვლივ მმართველი გუნდის წევრებმა ისაუბრეს და კიდევ ერთხელ ხაზგასმით განმარტეს, რომ ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაა და სწორედ მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთა იყო ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ მიღებული კანონი. თუმცა მათივე თქმით, ბიუროკრატები, ოჯახური ღირებულებების და გამჭვირვალობის კანონებს მიუღებლად აცხადებენ.
