CBS News: ავიამზიდი USS George H.W. Bush, შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას შეუერთდეს
ამერიკული ავიამზიდი „ჯორჯ ბუში“ შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში გაგზავნონ, რათა მან ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მიიღოს მონაწილეობა. ინფორმაციას CBS News საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც წყაროებმა ტელეარხს განუცხადეს, ავიამზიდი ამერიკის ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში იქნება. გემმა მარტის დასაწყისში მსხვილ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობისთვის აუცილებელი მომზადება გაიარა
