ბაჩო ახალაიას ადვოკატი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდა
ბაჩო ახალაიას ადვოკატი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდა, რომეო საჯაიამ უწყება მალევე დატოვა, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. მას სავარაუდოდ საქმის მასალები გადასცეს. შეგახსენებთ, ახალაიას ახალი ბრალდება წარედგინა მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესზე ხელისუფლების ყველა გზით დამხობაზე ილაპარაკა. ის სასჯელს 4 ოქტომბრის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობისთვის, რუსთავის ციხეში იხდის. შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში, „ქართული ოცნება“ ახალაიას დანაშაულებრივი სისტემის თანამონაწილეს უწოდებს
