ევროკომისია საკუთარ ვებგვერდებზე განხორციელებულ კიბერშეტევას იძიებს
ევროკომისია საკუთარ ვებგვერდებზე განხორციელებულ კიბერშეტევას იძიებს. აღმასრულებელმა ორგანომ განაცხადა, რომ თავდასხმა სამშაბათს აღმოაჩინა და მისი შეჩერების მიზნით დაუყოვნებლივი ზომები მიიღო. კიბერშეტევა განხორციელდა გამოთვლების ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც კომისია პლატფორმის სამართავად იყენებს. სწორედ ამ პლატფორმაზეა განთავსებული ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების ვებგვერდები
