რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა ენერგეტიკის სამინისტროს დაავალა მოამზადოს დადგენილების პროექტი, 1-ელი აპრილიდან ბენზინის ექსპორტის აკრძალვის შესახებ
რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა ენერგეტიკის სამინისტროს დაავალა მოამზადოს დადგენილების პროექტი, 1-ელი აპრილიდან ბენზინის ექსპორტის აკრძალვის შესახებ. რუსული მედიის ცნობით, აღნიშნული ძალისხმევა ბენზინზე ფასების სტაბილიზაციასა და შიდა ბაზრის მომარაგების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული. რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, რომ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასმა არ მოიმატოს. ექსპორტის აკრძალვა 31 ივლისამდე იმოქმედებს
