რუსეთმა ოდესა 60-ზე მეტი დრონით დაბომბა. დაიღუპა ერთი ადამიანი
რუსებმა ოდესას დაარტყეს. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში რუსულმა სამხედრო ძალებმა ოდესაზე შეტევა ორჯერ განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა, მათ შორის, ერთი ბავშვი. დაზიანდა სამშობიარო სახლი და საცხოვრებელი სახლები
