Axios: რუბიომ კალასს შესთავაზა, თავად მოაგვაროს უკრაინული კრიზისი
გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასმა საფრანგეთში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ჰკითხა, როდის დაიკავებდა ამერიკა რუსეთთან მიმართებით უფრო მკაცრ პოზიციას, რასაც ამერიკის პირველი დიპლომატის მხრიდან მძაფრი პასუხი მოჰყვა. „ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა ომი დავასრულოთ. თუ გგონიათ, რომ უკეთ შეგიძლიათ, მიდით. ჩვენ გვერდზე გავიწევით“ - განუცხადა რუბიომ კალასს
