რეინჯერთა საპარაშუტო მომზადების კურსი დასრულდა
რეინჯერთა საპარაშუტო მომზადების კურსი დასრულდა. ოთხკვირიანი პროგრამა სპეციალური ოპერაციების სარდლობის რეინჯერთა ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ გაიარა. მსმენელებმა საფრენ აპარატში მოქმედებების, განსაკუთრებული შემთხვევების დროს პარაშუტებით ხტომისა და ჰაერში მოქმედების წესები შეისწავლეს. რეინჯერებს თეორიული და პრაქტიკული ტესტები ჩაუტარდათ.კურსის დასრულების საზეიმო ცერემონიალი მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების სარდლობის მაიორ გელა ჭედიას სახელობის საწვრთნელ ცენტრში გაიმართა. მსმენელები სერტიფიკატებითა და სამხრე ნიშნებით დაჯილდოვდნენ
