ფრენბურთში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ტურის მატჩები დაიწყო 18 წლამდელ გოგონათა შორის
ფრენბურთში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ტურის მატჩები დაიწყო, 18 წლამდელ გოგონათა შორის. რუსთავის სპორტის სასახლეში, საქართველო-ავსტრიის ეროვნული ნაკრებების მატჩის დაწყებამდე, ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის დელეგატთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ქართველ და უცხოელ სპორტსმენებს, სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ მატჩს, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში, ლაშა ბექაურიც დაესწრო. საქართველოსა და ავსტრიის გუნდების შეხვედრა ანგარიშით 1:3 დასრულდა. U18 გოგონათა საქართველოს ეროვნული ნაკრები, გერმანელ და ფრანგ ფრენბურთელებს, 28 -29 მარტს დაუპირისპირდება. ყველა მატჩი რუსთავის სპორტის სასახლეში გაიმართება და დასწრება თავისუფალია
