აბას არაღჩი: ირანი ისრაელს დიდ ფასს დააკისრებს დანაშაულებისთვის მას შემდეგ, რაც მან ქვეყნის ორ უდიდეს ფოლადის ქარხანასა და ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმები განახორციელა
ირანი, ისრაელს დიდ ფასს დააკისრებს დანაშაულებისთვის მას შემდეგ, რაც მან ქვეყნის ორ უდიდეს ფოლადის ქარხანასა და ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმები განახორციელა. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს. მანამდე ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის ორ ბირთვულ ობიექტს დაარტყეს, თუმცა რადიაციის გაჟონვა არ დაფიქსირებულა
