სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
თბილისის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 9 ადამიანი დააკავეს, როგორც საქართველოს ისე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის ზოგი წარსულში ნასამართლევია. ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, დიდი ოდენობით „მეფედრონი", ,,მეთადონი", „ბუპრენორფინი“, „მორფინი“, „კოდეინი“, „თებაინი“, „ჰეროინი“, „ალფა-პვპ“, „კოკაინი“ და „მარიხუანა“. ასევე ამოღებულია სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
