ლატვიის პრემიერ-მინისტრის კრიტიკას ვიქტორ ორბანი გამოეხმაურა
ლატვიის პრემიერ-მინისტრის კრიტიკას ვიქტორ ორბანი გამოეხმაურა. ვიქტორ ორბანმა უსამართლო უწოდა ევროკა სილინას განცხადებას, სადაც მან უკრაინისთვის განკუთვნილი ევროკავშირის სესხის ბუდაპეშტის მხრიდან დაბლოკვას, შანტაჟი უწოდა და უნგრეთს ევროკავშირის შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდა. უნგრეთის პრემიერმა ლატვიელ კოლეგას ურჩია მასზე თავდასხმის ნაცვლად, ვოლოდიმირ ზელენსკის მოსთხოვოს უნგრეთისთვის დაწესებული ნავთობის ბლოკადის მოხსნა. ორბანის თქმით, უნგრელებისთვის გაუგებარია, რატომ დგას ნატოს მოკავშირე და ევროკავშირის წევრი ლატვია არა უნგრეთის არამედ უკრაინის გვერდით
