ამერიკულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ამერიკელი კონგრესმენები გამოეხმაურნენ
ამერიკულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინის მთავრობა, USAID-ის დახმარებით, ფარულ გეგმაზე მუშაობდა, რომ ამერიკის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანია ასობით მილიონი დოლარით დაეფინანსებინა- ამერიკელი კონგრესმენები გამოეხმაურნენ. სენატორ რენდ პოლის თქმით, ახალი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ამერიკის მიერ კიევისთვის განკუთვნილი ასობით მილიონი დოლარის ბაიდენის მხარდასაჭერად გადამისამართება იგეგმებოდა. კონგრესმენი აღნიშნავს, რომ ეს კიდევ ერთი მიზეზია რის გამოც, უკრაინისთვის მილიარდები არასოდეს უნდა გაეგზავნათ. საქმის დეტალების მოკვლევას ითხოვს კონგრესმენი ტიმ ბერშეტიც. ამერიკის პრეზიდენტის ვაჟი დონალდ ტრამპ უმცროსი კი ამბობს, რომ ეს უკრაინული თაღლითობის მორიგი მაგალითია
