„მუსიკალური ბათუმი ერევანში“ - სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში გალა კონცერტი გაიმართა
ერევანში, არამ ხაჩატურიანის სახელობის საკონცერტო დარბაზში გალა კონცერტი „მუსიკალური ბათუმი ერევანში“ გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“. გალა კონცერტი გაიხსნა საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II-ის საგალობლით, რომელიც მის ხსოვნას მიეძღვნა
