გივი მიქანაძემ ხაშურის N2 საჯარო სკოლა გახსნა
განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის ნომერ მეორე რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა. მინისტრი განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა. სკოლა 450 მოსწავლისთვისაა გათვალისწინებული, სრული რეაბილიტაცია განხორციელდა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, განათლების სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ. პროექტის ჯამური ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია
