51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენცია, რომელიც ბანკი „ქართუს“ და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის მიერ იმართება, ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება
51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენცია, რომელიც ბანკი „ქართუს“ და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის მიერ იმართება, ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ მინისტრი. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო რჩება ღია ეკონომიკად და მზად არის გააღრმაოს კავშირები საერთაშორისო პარტნიორებთან.ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით კი თბილისის არჩევა კონფერენციის მასპინძელ ქვეყნად შემთხვევითი არ არის. მისი თქმით, საქართველომ თავი წარმოაჩინა, როგორც ღია და რეფორმებზე ორიენტირებული ეკონომიკის ქვეყანამ და აჩვენა მაღალი ხარისხი გადახდებისა და ფინანსური სერვისების ინოვაციების კუთხით“
