საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ისრაელის მატჩი ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ისრაელის მატჩი ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. ქართველი ფეხბურთელები მოედანზე შავი სამკლაურებით გამოვიდნენ და პატივი მიაგეს უწმინდესის ხსოვნას. მიხეილ მესხის სტადიონზე მატჩის დაწყებამდე ხვიჩა კვარაცხელიას ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული ჯილდო გადაეცა. თამაში კი ფრედ 2-2 დასრულდა. მასპინძლების შემადგენლობაში დუბლი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა, რომელიც რამდენიმე დღის წინ თანაგუნდელებმა ახალ კაპიტნად აირჩიეს. მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები კაუნასში ლიეტუვის გუნდთან ჩაატარებს. თამაში კვირას, 29 მარტს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება
