ჩილეში სტუდენტებმა განათლების რეფორმა გააპროტესტეს
ჩილეში სტუდენტებმა განათლების რეფორმა გააპროტესტეს. აქცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა მანიფესტანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი. განათლების რეფორმა უფასო განათლებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას და სასტიპენდიო პროგრამის გაუქმებას ითვალისწინებს
