ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, თეირანის ცენტრში ფართომასშტაბიანი დარტყმები განახორციელეს
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, თეირანის ცენტრში ფართომასშტაბიანი დარტყმები განახორციელეს. „ცახალის“ სამიზნე სამთავრობო ინფრასტრუქტურა იყო. მანამდე ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ დედაქალაქზე თავდასხმა განხორციელდა. აფეთქებების ხმა ისმოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთშიც. ლიბანური მედიის ცნობით, ისრაელმა ბეირუთის სამხრეთ ნაწილს დაარტყა
