საქართველო „აუდიოვიზუალური ნაწარმოებების სერიალების ფორმით ერთობლივი წარმოების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციაზე ხელმომწერი ქვეყანა გახდა
საქართველო „აუდიოვიზუალური ნაწარმოებების სერიალების ფორმით ერთობლივი წარმოების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციაზე ხელმომწერი ქვეყანა გახდა. დოკუმენტს კულტურის მინისტრმა, საფრანგეთის ქალაქ ლილში მოაწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონია, რომელიც ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ გახსნა, სერიალების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. ფესტივალი 2018 წლიდან ტარდება და მასში, 75 ქვეყნიდან, კინოინდუსტრიის სფეროს 5000-მდე პროფესიონალი მონაწილეობს
