აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის არაერთ ფაქტზე სამი ადამიანი დააკავეს
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის არაერთ ფაქტზე სამი ადამიანი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სხვადასხვა დროს, ბათუმში, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში, ფულადი თანხის ნაცვლად ყალბი კუპიურები მოათავსეს. ყალბი კუპიურები აპარატების მიერ აღქმული იქნა რეალურ ფულად თანხად, რის შედეგადაც, ბრალდებულების მიერ მითითებულ სხვადასხვა ანგარიშზე 8000-მდე ლარი აისახა. ყალბი კუპიურების ნაწილის ანგარიშებზე ასახვა კი დაკავებულებმა ვერ განახორციელეს. დანაშაული ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
