მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს წარმომადგენელს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში აშშ-ის ჩართულობა და რეგიონში მიმდინარე პროცესები, ასევე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ყურადღება გამახვილდა ,,შუა დერეფანზე" და საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლისა და სატრანსპორტო ჰაბის როლზე
