7 საქმე - 30 ბრალდებული
7 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმე და პასუხისგებაში მიცემული 30 ადამიანი. უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვება, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება, ჯგუფურად სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლება. გამოძიების ინფორმაციით ყველა ამ საქმის მოქმედმა პირებმა სახელმწიფო ბიუჯეტსა და გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს. დანაშაულებრივი სქემების სრულად გამოვლენისა და მასში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება
სიუჟეტის ავტორი: გივი კუჭავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
