საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი იმართება
საფრანგეთში, ვო-დე-სერნეს სააბატოში დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი იმართება. დისკუსიის ძირითადი თემები უკრაინაში ომი და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარებაა. შეხვედრას ევროკავშირის ლიდერები ესწრებიან. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სამიტს ხვალ შეუერთდება
