აშშ-მა მოიპოვა უკრაინის მთავრობის შეტყობინებები, სადაც განიხილებოდა გეგმა ბაიდენის ხელახალი არჩევისთვის თანხების გადარიცხვის შესახებ - სტატიას ამ თემაზე დონალდ ტრამპიც აზიარებს
ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვამ მოიპოვა წვდომა უკრაინის მთავრობის კომუნიკაციაზე, რომლის დროსაც უკრაინელები განიხილავდნენ, თუ როგორ გადაემისამართებინათ ამერიკის მიერ კიევისთვის გადაცემული ასობით მილიონი დოლარი, ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად. ამ ინფორმაციის შესახებ სტატია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელში გააზიარა. სტატიაში წერია, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის მხარდასაჭერად ამ შეთქმულების შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულ ანგარიშშია მოცემული. ასობით მილიონი დოლარის გადამისამართება USAID-ის დახმარებით იგეგმებოდა. სტატიის თანახმად, ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ამის შესახებ ცოტა ხნის წინ შეიტყო და USAID-ს შესაბამისი ჩანაწერების მოძიება დაავალა
