უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს მიმართავს და მოუწოდებს, რომ თავისი აგენტები უნგრეთიდან დაუყოვნებლივ გაიყვანოს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს მიმართავს და მოუწოდებს, რომ თავისი აგენტები უნგრეთიდან დაუყოვნებლივ გაიყვანოს. ვიქტორ ორბანის თქმით, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის ტერიტორია საკუთარი დაზვერვის სამსახურების საოპერაციო ველად აქცია. ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინული დაზვერვა აქტიურად მუშაობს ოპოზიციური პარტია ტისას დასახმარებლად, რათა 12 -ი აპრილის არჩევნების შემდეგ, უნგრეთში უკრაინის მხარდამჭერი მთავრობის მოსვლა უზრუნველყოს
