მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა. ენ მონტავონმა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სახელით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება მიუსამძიმრა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებულ ეფექტიან თანამშრომლობას. განსაკუთრებით აღინიშნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მნიშვნელოვანი როლი უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და იდენტიფიკაციის მხრივ. ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
