საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პროკურატურასთან კოორდინაციით, რეგიონებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 7 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 30 პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან კოორდინაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 7 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს 30 ადამიანი. გამოძიების ფარგლებში გამოვლენილია უკანონო სამეწარმეო საქმიანობის სამი ფაქტი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ასევე გამოვლენილია ჯგუფურად სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების არაერთი ფაქტი
