სამგორის რაიონში, ვარკეთილის მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა გრძელდება
სამგორის რაიონში, ვარკეთილის მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა გრძელდება. ტერიტორიაზე გარე მოედნების მოწყობა დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში ტერიტორიაზე გაკეთდა ჩოგბურთის ორი კორტი, ფეხბურთისა და პადელის მოედნები, ასევე მცირე სკეიტ ზონა ბავშვებისთვის. გარდა ამისა, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, უსაფრთხოების კამერები და ადგილობრივი გამგეობის დახმარებით, გარე პერიმეტრზე მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. სამუშაოებს თბილისის მერი გაეცნო.
