ბანკი ქართუ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციასთან ერთად, 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციას თბილისში მასპინძლობს
ბანკი ქართუ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციასთან ერთად, 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციას თბილისში მასპინძლობს. ფორუმი აერთიანებს საერთაშორისო და რეგიონული საფინანსო სექტორის ლიდერებს ფინანსური სექტორის აქტუალური საკითხების, მიმდინარე ტენდენციებისა და განვითარების პერსპექტივების განსახილველად. კონფერენციაში მონაწილეობენ მაღალი რანგის სპიკერები.
