მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა ნაზუქით, თონის პურით და ჰამაკით გარე მოვაჭრეებს ახალი კომერციული სივრცის პროექტი წარუდგინეს
მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა ნაზუქით, თონის პურით და ჰამაკით გარე მოვაჭრეებს ახალი კომერციული სივრცის პროექტი წარუდგინეს. სამუშაო შეხვედრა ხაშურის მერიაში გაიმართა. ახალი კომერციული სივრცის პროექტი სრულად არის ორიენტირებული მოვაჭრეთა საჭიროებებზე და ითვალისწინებს სარეალიზაციო და საპარკინგე სივრცეების მოწყობას, სველი წერტილების, დამხმარე სათავსოების, განათებისა და მწვანე ზონების შექმნას.
