მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში იმყოფება, საქართველოს პირველი ლედი
აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში იმყოფება, საქართველოს პირველი ლედი. გლობალური სამიტის „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, თამარ ბაგრატიონი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და სამიტზე მიწვეულ სტუმრებს შეხვდა. თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში „ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ პრეზიდენტს, „ოჯახების მსოფლიო კონგრესის“ პრეზიდენტს და მათ დელეგაციასაც შეხვდა.
