დიდი ბრიტანეთის მთავრობა პოლიტიკური პარტიებისთვის უცხოური შემოწირულობების შეზღუდვას გეგმავს
დიდი ბრიტანეთის მთავრობა პოლიტიკური პარტიებისთვის უცხოური შემოწირულობების შეზღუდვას გეგმავს. „სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა აპირებს პოლიტიკოსებისთვის კრიპტოვალუტით განხორციელებული შემოწირულობების აკრძალვას, ასევე, უცხოეთიდან შემოწირულობების შეზღუდვას. ეს, სავარაუდოდ, დააზარალებს ნაიჯელ ფარაჯის მემარჯვენე პარტიას, რომელმაც გასული წლის განმავლობაში ტაილანდელი ინვესტორის, კრისტოფერ ჰარბორნისგან 12 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო.
