მწერალთა სახლი, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და 70-მდე გამოცემით წარდგა
მწერალთა სახლი, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და 70-მდე გამოცემით წარდგა. მწერალთა სახლის ლიტერატურული პროგრამა მოიცავდა გერმანულ ენაზე თარგმნილ ქართველ ავტორთა წიგნების წარდგენას, თარგმანების პრეზენტაციებსა და დისკუსიებს, შეხვედრებს ქართველ ავტორებთან, სამუშაო შეხვედრებს საერთაშორისო ბაზრობის მონაწილე გამომცემლებთან, მწერალთა სახლის საგრანტო და სარეზიდენციო პროგრამების წარდგენას.
