საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისრაელთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისრაელთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადება. მარტის შეკრების მეორე ვარჯიში მიხეილ მესხი ორზე გაიმართა. საწვრთნელ პროცესში 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ გიორგი ჩაკვეტაძეს და საბა გოგლიჩიძეს. წლის პირველ მატჩს ჩვენი გუნდი ახალი კაპიტნით შეხვდება. 2026 წლიდან საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია უკაპიტნებს, გუნდის პირველი ვიცე-კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი, ხოლო მეორე ვიცე-კაპიტანი ოთარ კაკაბაძე იქნება. საქართველოსა და ისრაელის ამხანაგური მატჩი 26 მარტს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00-ზე დაიწყება.
