ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების პრევენციის, ასევე სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შეძენილია 45 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების პრევენციის, ასევე სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შეძენილია 45 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი, 14 ერთეული დრონი, 300 ერთეული ფოტოხაფანგი და სამხრე კამერები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურებისთვის მაღალი გამავლობის ავტომობილების და სპეციალური დანიშნულების ტექნიკური საშუალებების გადაცემის პროცესს დაესწრო. იგეგმება ტყის მცველთა სრულად გადაიარაღება. ასევე 401 ტყის მცველის დამატება. რეფორმის ფარგლებში გაორმაგდა სახელფასო ანაზღაურებაც.
