საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ სამ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ სამ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ითვალისწინებს საგადასახადო მხარდამჭერ მექანიზმს, რომლის მიხედვითაც, სტატუსის მინიჭებიდან 3 წლის განმავლობაში მოქმედებს ნულ პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი. ამ ინიციატივის მთავარი მიზანია, შეამსუბუქოს ფინანსური ტვირთი იმ პერიოდში, როდესაც კომპანიები ჯერ კიდევ არ გამოიმუშავებენ საკმარის საოპერაციო შემოსავალს, თუმცა აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში.
