განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულია უკრაინის ორი მოქალაქე
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულია უკრაინის ორი მოქალაქე. სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი სახლისა და სხვადასხვა ადგილიდან სარეალიზაციოდ გამზადებული, 108 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტმაც. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ორას გრამამდე „მეთადონი“ და ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
