განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. ბრალდებულს სასაზღვრო გამტარ პუნქტ „ყაზბეგის“ გავლით, რუსეთში საკუთარი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის სათადარიგო საბურავში დამალვის გზით, სურდა შეძენილი, ოთხ ფუთად დაფასოებული ორ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას გატანა. ნარკოტიკი ამოღებულია. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
