ხოშტარიას განაჩენი
სასამართლომ ელენე ხოშტარია დამნაშავედ ცნო. მას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. პროკურატურა ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავებოდა. 15 სექტემბერს დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდეს, თუმცა თანხის გადახდაზე უარი განაცხადა, რის გამოც განაჩენის გამოცხადებამდე პატიმრობაში იმყოფებოდა. სხდომას თავად მსჯავრდებული არ დასწრებია.
სიუჟეტის ავტორი: ვაკო მეზურნიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
