საქართველო ლიდერ პოზიციაზე
ცხოვრების დონის შეფასების ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამეა. მონაცემებს ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრი, გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელთან და საერთაშორისო შემფასებელ კვლევით ორგანიზაცია გელაპთან ერთად აქვეყნებს. ისტორიული პროგრესის დასადგენად მკვლევრებმა საბაზისო 2006-10 წლების მსოფლიო გამოკითხვის შედეგები, 2023-2025 წლების ანალოგიურ კვლევებს შეადარეს და საუკეთესო ქვეყნები გამოავლინეს. საქართველომ წლიური შეფასების 10-ბალიანი სისტემით 5.64 ქულა მიიღო, რითაც ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
