ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი კაპიტანი იქნება
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი კაპიტანი იქნება, ვიცე-კაპიტანი კი – ოთარ კიტეიშვილი. ეს გადაწყვეტილება ნაკრებში მას შემდეგ მიიღეს, რაც გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ხვიჩა კვარაცხელია აქამდე გუნდის ვიცე-კაპიტანი იყო. მას 47 ჩატარებულ სანაკრებო მატჩში 20 ბურთი აქვს გატანილი. კაშიამ ნაკრებში გატარებული 17 წლის მანძილზე,საქართელოს ნაკრების მაისურით 130 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ყველა დროის რეკოდსმენია. ის მარტის მატჩებისთვის შეკრებაზე არ იქნება. 2 ივნისს კი, რუმინეთთან შეხვედრის შემდეგ, „ჯვაროსნებს“ ოფიციალურად დაემშვიდობება. საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება თბილისში დაიწყო. მარტის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი 26 მარტს თბილისში ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს ლიეტუვის წინააღმდეგ კაუნასში ითამაშებს.
