ავიაკომპანია „ეუროვინგსი“ 2 ივლისიდან რეგულარულ რეისებს შეასრულებს კიოლნი-თბილისი-კიოლნის მიმართულებით
ავიაკომპანია „ეუროვინგსი“ 2 ივლისიდან რეგულარულ რეისებს შეასრულებს კიოლნი-თბილისი-კიოლნის მიმართულებით. ფრენა კვირაში ორჯერ - ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ გერმანიის მიმართულებით ახალი საჰაერო ხაზი ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, ასევე საქმიანი კონტაქტების შემდგომ განვითარებას.
