პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის ელჩს ალი ქაან ორბაის შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის ელჩს ალი ქაან ორბაის შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. თურქეთის ელჩმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი დონე და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა. ირაკლი კობახიძემ თურქეთის ელჩს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
