კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური კაპიტალის ბაზრების ღონისძიება თბილისში უკვე მეორედ ტარდება
კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური კაპიტალის ბაზრების ღონისძიება თბილისში უკვე მეორედ ტარდება. კონფერენცია მოიცავს პრეზენტაციებსა და თემატურ დისკუსიებს, რომლებზეც განიხილება მათ შორის გლობალური და რეგიონული მაკროეკონომიკური ტენდენციები, საქართველოს პოზიციონირება კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე და საერთაშორისო ინვესტორების მოლოდინი განვითარებადი ბაზრების მიმართ. კონფერენციის ფარგლებში ადგილობრივ ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, პირისპირ შეხვედრები გამართოს საერთაშორისო ბანკებთან და ინსტიტუციურ ინვესტორებთან. ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა გახსნა.
