საქართველოს ხელისუფლებას ევროპის სახალხო პარტიასთან ღირებულებითი კავშირი არ აქვს
საქართველოს ხელისუფლებას ევროპის სახალხო პარტიასთან ღირებულებითი კავშირი არ აქვს - ასეთია მმართველი გუნდის შეფასებები ევროპის სახალხო პარტიის სამი წევრის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე, რომლითაც ტელეკომპანია „იმედის“, „რუსთავი ორისა“ და „პოსტივის“ სანქცირებას ითხოვენ. თავისუფალ მედიაზე თავდასხმის მიზეზად დეზინფორმაციის გავრცელებას და ცილისმწამებლურ კამპანიას ასახელებენ, თუმცა კონკრეტულ მტკიცებულებებზე ამჯერადაც არაფერია ნათქვამი. „ქრონიკა“ ევროპარლამენტარებს იმ მტკიცებულებების წარმოდგენას სთხოვს, რომლითიც დოკუმენტის შედგენისას იხელმძღვანელეს.
